ფეხბურთი

20:11 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის აგენტი “რეალის” დაინტერესებას ადასტურებს

პსჟ-ს იტალიელი ნახევამცველის, მარკო ვერატის აგენტი დონატო დი კამპლი ადასტურებს, რომ მისი კლიენტის შეძენის სურვილს მადრიდის “რეალი” გამოთქვამდა, მაგრამ პარიზელებმა 21 წლის შუახაზელი ესპანეთში არ გაუშვეს.

“ცდილობდა თუ არა “რეალი” ვერატის დამატებას? დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. მადრიდელებმა, მარკოს ტრანსფერთან დაკავშირებით, პსჟ-ს მიმართეს, მაგრამ პარიზელებს თავიანთი მოთხოვნები ჰქონდათ. საბოლოოდ, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მარკო პსჟ-ში დარჩა.” – განაცხადა დი კამპლიმ.

0.119625