“პარი სენ ჟერმენის” ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი შვედ თანაგუნდელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქებს და აცხადებს, რომ 32 წლის თავდამსხმელი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის.
“ასეთ ძლიერ ფეხბურთელთან ერთად არასდროს მითამაშია და შესაძლოა, მისნაირს სხვას ვეღარც შევხვდე. ზლატანი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის შედის და მიხარია, რომ მასთან ერთად პსჟ-ში ვთამაშობ.
პსჟ-ში გადმოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამაში ეჭვი არ მეპარება. აქ კარგად მიმიღეს და ვთამაშობ გუნდში, რომელსაც ყველაფრის მოგება შეუძლია. დრო უკან რომ დავაბრუნოთ, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებ. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. პსჟ მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ხუთეულში შედის.” – აცხადებს ვერატი Corriere dello Sport-თან საუბრისას.