ფეხბურთი

1:02 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი ხელფასის მომატებას ითხოვს

პსჟ-ს ახალგაზრდა იტალიელი ვარსკვლავის, მარკო ვერატის აგენტი აცხადებს, რომ ის პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას უახლოეს დღეებში შეხვდება და ფეხბურთელის მომავალის საკითხს განიხილავს.

მარკო ვერატი პსჟ-ში 2012 წელს “პესკარადან” 10 მილიონად გადავიდა. გასული სეზონი 20 წლის ნახევარმცველისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა და რამდენიმე იტალიური გუნდის გარდა, მისით მადრიდის “რეალიც” დაინტერესდა.

“მომდევნო კვირაში პსჟ-ს ხელმძღვანელობას შევხვდები და მარკოს მომავალს განვიხილავთ. გარდა ამისა, განსახილველი საკითხი ფეხბურთელის ხელფასის მომატებაც იქნება. ვერატის პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს, მაგრამ დღეს ის სხვა ფეხბურთელია და მისი სამუშაოს ფასიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.” – ციტირებს ვერატის აგენტის დონატო დი კამპლის სიტყვებს Sport Mediaset-ი.

თეგებიპსჟვერატი
0.129643