ფეხბურთი

18:48 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი: "პირლოსგან ბევრს ვსწავლობ"

 

პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი აღნიშნავს, რომ ანდრეა პირლოსთან მისი შედარება არ შეიძლება. ახალგაზრდა ფეხბურთელი თვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

"პირლოსთან შედარება არ შეიძლება. ჩვენ სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობთ და მე მისნაირ პასებს ჯერჯერობით ვერ ვაკეთებ. პირლოსგან ბევრს ვსწავლობ და ნაკრებში მის გვერდით კიდევ უფრო გავიზრდები,” - განუცხადა Tuttosport-ს ვერატიმ.

როგორც იცით, პსჟ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელით პოლ პოგბათია დაინტერესებული. 21 წლის იტალიელმა ფრანგი ნახევარმცველის შესახებაც ისაუბრა:

"იუვენტუსი" არაა ის კლუბი კარგ ფეხბურთელებს ასე მარტივად შეელიოს. პოგბა უკვე ჩემპიონია და დარწმუნებული ვარ უფრო ძლიერი გახდება. ძლიერ ფეხბურთელებთან თამაში მიყვარს და მის მსგავს ფეხბურთელთან დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი."

მარკო ვერატი ფრანგულ კლუბში უკვე ორი წელია თამაშობს. გასულ სეზონში ვერატიმ გოლი ვერ გაიტანა, თუმცა გულშემატკივრებს თავი 8 შედეგიანი გადაცემით დაამახსოვრა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩეზარე პრანდელიმ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში შეიყვანა.

გიორგი ბალახაძე

0.115604