ფეხბურთი

21:23 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი ლავესის დარჩენაში დარწმუნებულია

“პარი სენ ჟერმენის” ახალგაზრდა ნახევარმცველი მარკო ვერატი დარწმუნებულია, რომ მისი არგენტინელი თანაგუდნელი ეზეკიელ ლავესი ფრანგულ კლუბს არ დატოვებს.

“ეჭვი არ მეპარება, რომ ლავესი კლუბში დარჩება. მისთვის, სეზონის სტარტი რთული გამოდგა, მაგრამ ახლა ის კვლავ ღიმილით ვარჯიშობს.

ლავესი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, ვინც თამაშისგან სიამოვნებას ნამდვილად ღებულობს. ვფიქრობ, ის პსჟ-ში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს.” – აცხადებს მარკო ვერატი Sky Sport Italia-სთან საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, ლავესის შეძენით დაინტერესებული მილანის “ინტერია”.

0.120555