“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი ტურინის “იუვენტუსში” გადასვლას არ გეგმავს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა დონატო დი კამპლიმ განუცხადა ერთ-ერთ იტალიურ რადიოს.
“ვერატი “იუვეში”? ამ კითხვას სარკაზმული ღიმილით ვუპასუხებ. მიუხედავად იმისა, რომ “იუვენტუსი” დიდი გუნდია, ვერავინ შემედავება იმაში, რომ იტალიის ჩემპიონატს ცუდი დროება უდგას. სკამიდან კინაღამ გადავვარდი, როცა გავიგე, რომ შესაძლოა, ვერატის მუნდიალი გამოეტოვებინა. პრანდელის დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როცა ტაქტიკურ საკითხებზე საუბრობს, უნდა შევახსენო, რომ ვერატიმ მთელი სეზონი ტიაგო მოტას მხარდამხარ ითამაშა”, - განაცხადა დი კამპლიმ.
შეგახსენებთ, რომ პრანდელიმ ვერატი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა, მაგრამ იყო ვარაუდი, რომ იტალიელი მუნდიალს მიღმა დარჩებოდა.