ფეხბურთი

19:06 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი: “არსად წასვლას არ ვაპირებ”

პსჟ-ს ახალგაზრდა ნახევარმცველი მარკო ვერატი ადასტურებს, რომ 2012 წელს, პარიზულ გუნდში გადასვლის დროს, მას “იუვენტუსის” ვარიანტიც ჰქონდა. 21 წლის ფეხბურთელის თქმით, ის პსჟ-ს სხვა გუნდზე გაცვლას არ ახლა აპირებს.

“იუვენტუსი” ჩემს მიმართ ინტერესს ნამდვილად იჩენდა, თუმცა ტურინელთათვის უარის თქმა არ გამჭირვებია. ვიცოდი, რომ სათამაშო დრო რეგულარულად არ მექნებოდა. “იუვენტუსი” ჩემს სხვა გუნდში არენდით გაშვებას აპირებდა. პსჟ-ში კი მპირდებოდნენ, რომ რეგულარულად ვითამაშებდი. აქ თამაში მომწონს და არსად წასვლას არ ვაპირებ.” – აცხადებს ვერატი Journal du Dimanche-თან საუბრისას.

0.119114