თამაშგარე

15:40 | 21.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვენუს უილიამსის რჩეული მოდელია

ჩოგბურთის 32 წლის ვარსკვლავი, ვენუს უილიამსი 24 წლის კუბელ მოდელ ელიო ალბერტო პისს ხვდება.
ჟურნალ People-ში წერენ, რომ უილიამსი და პისი ერთად დაფიქსირდნენ  ერთ-ერთ ტურნირზე, ამერიკის ღია პირველობაზე კი, პისი მსაჯის გვერდითა პოზიციიდან გულშემატკივრობდა უილიამსს.
უილიამსმა ორივე მატჩი წააგო, 30 აგვისტოს გერმანელ ანჟელიკა კერბერთან, 3 სექტემბერს კი, თავის დასთან - სერენა უილიამსთან.
ვენუსი ტურნირის გარეთ დარჩა და წყვილს საკმარისი დრო გაუჩნდა, მთელი დარჩენილი ტურნირის განმავლობაში ერთმანეთით დასატკბობად. „ეს სიყვარულია, როგორც კორტებზე, ასევე მის გარეთაც“, - წერს ჟურნალი People.
ისინი თამამად, ხელჩაკიდებული სეირნობდნენ არტურ ეშის სახელობის კორტების კორიდორებში და ერთმანეთს კოცნიდნენ.
ინტერნეტში უკვე გაჩნდა უამრავი ფოტო-სურათი (უამრავი მათგანი ჟურნალ Magazine-ში დაიბეჭდა), რომელზეც წყვილი ერთადაა და საკმაოდ ბედნიერად გამოიყურება.
უილიამსმა თავისი ტანსაცმლის ხაზი - „ილევენი“ - ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე პისს წარმოადგენინა, მაგრამ ეს პირსის პირველი გამოჩენა არ არის. ის  ფრანგულ Vogue-შია გადაღებული და რასელ სიმონსის მოდის სახლის  მოდელი იყო.

0.149736