ფეხბურთი

18:12 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერს ვერმალენის ჰიოვედესით შეცვლა სურს

ლონდონის “არსენალი” გელზენკიხენის “შალკეს” ცენტრალური მცველის, ბენედიქტ ჰიოვედესის შეძენას შეეცდება.

მას შემდეგ, რაც “არსენალმა” ტომას ვერმალენი “ბარსელონაში” გაყიდა, ლონდონელებმა ბელგიელი მცველის შემცვლელის ძებნა დაიწყეს. The Telegraph-ის ცნობით, არსენ ვენგერის ფავორიტი ჰიოვედესია, რომელსაც, ვერმალენის მსგავსად, დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გაღებას აპირებს “არსენალი” 26 წლის გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.

0.120574