სტამბულის "გალათასარაის" პრეზიდენტმა უნალ აისალიმ, კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის ჟოელ კემპბელისადმი ინტერესი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ტრანსფერი არსენ ვენგერის გამო ვერ შედგა.
"დიახ, "გალათასარაი" დაინტერესებული იყო კემპბელის შეძენით, თუმცა არსენ ვენგერმა იგი ჩვენთან არ გამოუშვა. როგორც ჩანს, კოსტა რიკელი ლონდონელთა თავკაცის გეგმებში შედის და გადაწყვიტა კლუბიდან არ გაუშვას." - განაცხადა აისალიმ.
კემპბელმა გასული სეზონი "ოლიმპიაკოსში" გაატარა. პირეოსელთა მაისურით კოსტა რიკელს კარგი სეზონი გამოუვიდა _ 43 მატჩი, 11 გოლი, 12 საგოლე გადაცემა. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 22 წლის თავდამსხმელმა თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
გიორგი ბალახაძე