ფეხბურთი

17:54 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერმა “არსენალთან” 3 წლით გაახანგრძლივა

 

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ფრანგი სპეციალისტი ლონდონურ კლუბში 2017 წლამდე დარჩება.

“დარჩენა და კლუბის განვითარება მსურს. ჩვენ ძალიან საინტერესო ეტაპს ვიწყებთ. ძლიერი შემადგენლობა გვყავს, ფინანსურად სტაბილურები ვართ და მთელ მსოფლიოში უდიდესი მხარდაჭერით ვსარგებლობთ.

კლუბს ჩემი ყოველთვის სჯეროდა, რისთვისაც მადლობელი ვარ. ჩვენ რამდენიმე ფანტასტიკური ეტაპი გავიარეთ, მაგრამ გვქონდა ეტაპები, როდესაც ორმხრივი მხარდაჭერა გვჭირდებოდა” – იუწყება ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი.

0.113713