ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “არსენალი” კატალონიის “ბარსელონას” ერთბაშად 3 ფეხბურთელის შეძენას ეცდება. Football Espana-ს ცნობით, საუბარია დავიდ ვილიაზე, დანიელ ალვესსა და ვიქტორ ვალდესზე. სეზონის ბოლოს, “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი შემადგენლობის გასაძლიერებლად 80 მილიონ ევროს მიიღებს. ლონდონელთა მიზანი შემდეგ სეზონში ტიტულის მოპოვებაა. ვალდესის, ვილიასა და ალვესის შესაძენად, “არსენალი” დაახლოებით 46 მილიონ ევროს ვარაუდობს.