ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონი მას მუშაობაში ხელს უშლის.
ბოლო დროს, “არსენალის” მიერ “რეალის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, ალვარო მორატათი დაინტერესების შესახებ ბევრი იწერება, მაგრამ ვენგერი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
“რეალთან” არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. ამ საკითხის განხილვას არც კი ვაპირებ.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მუშაობაში ხელს გვიშლის. მის არსებობას არ მივესალმები. მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ იანვარში ტრანსფერები არ განხორციელდება და გუნდი სეზონს იმ ფეხბურთელებით ჩაამთავრებს, რომლებითაც დაიწყებს.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal-ი.