ფეხბურთი

22:52 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “ვფიქრობ, პრემიერლიგაში თამაშების გარიგება არ ხდება”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში მატჩების გარიგება არ ხდება.

“შეიძლება თუ არა მატჩების გარიგების სრულად აღმოფხვრა? მეეჭვება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გარიგებული თამაშების წინააღმდეგ არ უნდა ვიბრძოლოთ.

ქვედა დივიზიონები, ამ მხრივ, შედარებით რთულ სიტუაციაში არიან. ამ დივიზიონებს უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. იქ უფრო ნაკლები ფულია და ადამიანის მოსყიდვა შედარებით მარტივია.

ვფიქრობ, რომ პრემიერლიგაში თამაშების გარიგება არ ხდება. მიმაჩნია, რომ ინგლისური ფეხბურთი, საერთო ჯამში, 99.9%-ით სუფთაა.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდ ბრიტანეთში, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, 6 ადამიანია დაკავებული.

0.128232