ფეხბურთი

18:48 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “ვან პერსი, ჩემთვის, კვლავ “მეთოფეა”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, “მანჩესტერთან” გასამართი მატჩის წინ აცხადებს, რომ “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთ ლიდერს, რობინ ვან პერსის ის კვლავ “მეთოფედ” მიიჩნევს.

“რობინის “მანჩესტერის” მაისურით ხილვა, რა თქმა უნდა, უჩვეულოა, რადგან ის, ჩემთვის, “მეთოფედ” რჩება.

ვან პერსი ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც ის ჩვენთან მოვიდა. ჩვენ, ერთად, ძალზე რთული პერიოდი გავიარეთ და ის უმაღლესი დონის ფეხბურთელად იქცა. სწორედ ამიტომ, ის, ჩემთვის, კვლავ “მეთოფედ” რჩება.

ნანობს თუ არა რობინი “მანჩესტერში” წასვლას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მას შეუძლია.

როდესაც ვან პერსის გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღე, ვიცოდი, რომ გამაკრიტიკებდნენ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი სწორედ ეს იყო.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს The Guardian-ი.

რობინ ვან პერსი “არსენალში” 2004-2012 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც მან “მანჩესტერს” მიაშურა. კვირას, ჰოლანდიელი თავდამსხმელი თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება.

0.117414