ფეხბურთი

19:48 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი ტოვინის გადაბირებას ეცდება

ლონდონის ,,არსენალის’’ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მორიგ ამომავალ ვარსკვლავს დაადგა თვალი. ამჯერად, ვენგერის ინტერესის სფეროში მარსელის ,,ოლიმპიკის’’ ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი ფლორიან ტოვინი მოექცა, რომელიც სავარაუდოდ, დღეს, ,,ემირეითს სთედიუმზე’’ არსენალის წინააღმდეგ ითამაშებს.

ტოვინის შესახებ ვენგერმა ,,მარსელთან’’ გასამართი შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

,,ტოვინი ფრანგული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია. ჩვენ გაგვიკვირდა, როდესაც გავიგეთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტოვინის ,,ლილიდან’’ ,,მარსელში’’ გადაბარგების ამბავი, თუმცა ეს ფაქტორი ხელს არ შეგვიშლის მის გადმობირებაზე კვლავ ვიზრუნოთ. მომავალში აუცილებლად შევეცდებით მის შეძენას, ტოვინს უდიდესი პოტენციალი აქვს და თუ ბევრს იშრომებს, მისგან ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი დადგება’’_ განაცხადა ვენგერმა.

დიმიტრი შარიქაძე

0.115845