ფეხბურთი

11:59 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი ტელიოსა და სერხი რობერტოს დააკვირდა

ლონდონის “არსენალის” თავკაცი არსენ ვენგერი კატალონიის “ბარსელონასა” და “ლევანტეს” მატჩს დაესწრო. El Mundo Deportivo-ს ცნობით, ფრანგის ვალენსიაში ჩასვლის მიზანი კრისტიან ტელიოსა და სერხი რობერტოს დაკვირვება იყო.

როგორც ირკვევა, 64 წლის სპეციალისტი ორივე ფეხბურთელითაა დაინტერესებული და მათი თამაშის ახლოდან ნახვა სურდა. მეორე ვერსიით, ვენგერი კატალონიელთა შემტევ პედრო როდრიგესს აკვირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “ლევანტეს” 4:1 სძლია, ტელიომ კი, ჰეთ-თრიქი შეასრულა და სავარაუდოდ, ვენგერს თავიც მოაწონა.

 

0.74047