ფეხბურთი

20:10 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “სიამოვნებით დავრჩებოდი “არსენალში” სამუდამოდ”

ლონდონის “არსენალის’ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კლუბში სამუდამოდ დარჩენის მზადყოფნას გამოთქვამს.

“სტენ კრონკეს მხარდაჭერა ჩემთვის პატივია. ის მენდობა. კრონკეს მიაჩნია, რომ გუნდისთვის დახმარების გაწევა შემიძლია. ეს, ჩემთვის, კარგი ნიშანია.

“არსენალში” ჩემი მოღვაწეობის 17 წლის განმავლობაში აღმასვლები და ჩავარდნები გვქონდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა ყოველთვის მენდობოდა.

სიამოვნებით დავრჩებოდი “არსენალში” სამუდამოდ, რადგან ეს უკვდავად მაქცევს. ეს კლუბი მიყვარს.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.114836