ფეხბურთი

16:01 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “სატრანსფერო სიახლეები კიდევ გვექნება”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი სატრანსფერო სეზონის დახურვამდე გუნდის გაძლიერებას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გეგმავს.  შეგახსენებთ, ამ ზაფხულს “მეთოფეებმა” შეიძინეს მეკარე დავიდ ოსპინა, მცველები მატიე დებუში, კალუმ ჩემბერსი და თავდამსხმელი ალექსის სანჩესი.

“კმაყოფილი ვარ, რადგან სატრანსფერო ბაზარზე კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ სიახლეებზე კიდევ ვფიქრობთ. ჯერ აგვისტოს დასაწყისია, სატრანსფერო ბაზარი კი თვის ბოლომდე გრძელდება. წინ მთელი თვე გვაქვს და უსაქმოდ ჯდომას არ ვაპირებთ – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Tribal Football.

0.115906