ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, მომავალ კვირაში პსჟ-ს წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ, ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იუწყება.
მხარეები ვენგერის პარიზული კლუბში სავარაუდო დანიშვნის შესახებ ისაუბრებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის ბოლოს პსჟ-დან კარლო ანჩელოტის წასვლა გადაწყვეტილია და ფრანგული კლუბის მეპატრონეები მის შემცვლელს ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ 63 წლის ვენგერი “არსენალში” 1996 წლიდან მუშაობს.