ფეხბურთი

12:18 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი მატათი დაინტერესდა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შემადგენლობის გაძლიერებას “ჩელსის” ესპანელი შემტევი ხუან მატათი გეგმავს.

“არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო 25 წლის ფეხბურთელს ჯერჯერობით არ სწყალობს და მას თამაშების დაწყება სათადარიგოთა სკამზე უწევს. ეს და კიდევ ის ფაქტი, რომ “ჩელსი” ესპანელის გაცვლას უეინ რუნიზე აპირებდა, მატას ტრანსფერის მაღალ ალბათობაზე მეტყველებს.

“გავიგე, რომ ხუან მატას შეძენა ხელმისაწვდომი ყოფილა. მე მომწონს ეს ფეხბურთელი, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ინგლისური კლუბები ფეხბურთელის ინგლისურივე კლუბისთვის მიყიდვისგან თავს იკავებენ. რა თქმა უნდა, გუნდის გაძლიერებაზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს გეტყვით” - განაცხადა ვენგერმა.

მატამ პრემიერლიგის გასული სეზონის 35 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

 

 

0.550721