ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დარწმუნებულია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” პრობლემები დროებითია და “წითელ ეშმაკებს” საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნება შეუძლია.
“8 ქულა უკვე დიდი ჰანდიკაპია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “მანჩესტერი” საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა. სხვა გუნდები კი მხოლოდ 2 ქულით ჩამოგვრჩებიან.
“მანჩესტერის” ჩამოწერა არ შეიძლება. ამ გუნდს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. რვაქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სამ ტურში შეიძლება, რაც საკმაოდ ცოტაა.” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 8 ტურის შემდეგ, 19 ქულით, “არსენალი” პირველ ადგილზეა, ხოლო 11 ქულის მქონე “მანჩესტერი” მე-8 პოზიციას იკავებს.