ფეხბურთი

15:29 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "კავანი და ფალკაო ცხოველებს ჰგავნან"

ლონდონის "არსენალის" მწვრთნელი არსენ ვენგერი "მონაკოსა" და პსჟ-ს თავდამსხმელებზე რადამელ ფალკაოსა და ედინსონ კავანიზე აღფრთოვანებით საუბრობს და მათ ექსტრაორდინალურ მოთამაშეებად მოიხსენიებს. ფრანგი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ორივე ფეხბურთელს გოლის გატანის ალღო აქვს, სწრაფები არიან და მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელთა შორის იმყოფებიან.

"ძნელია ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთისგან განასხვავო. ისინი ძალიან ძლიერები არიან და ცხოველებს ჰგავნან. კავანი უფრო მობილურია, ბურთის გარეშე ბევრი სირბილი შეუძლია, რათა სათანადო პოზიციაზე იმყოფებოდეს. ფალკაოს კი რამდენიმე ფეხბურთელთან ორთაბრძოლა შეუძლია, ის უფრო მკვლელია ვიდრე კავანი. ორივე ფეხბურთელი მიყვარს, პატივს ვცემ და მათი განსხვავება მიჭირს". _ განუცხადა Bein Sport-ს არსენ ვენგერმა.

 

გიორგი ბალახაძე

0.117442