ფეხბურთი

10:14 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი ფეხბურთელებს “რეალში” ეძებს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “არსენალი” განსაკუთრებულ აქტიურობას გეგმავს. “მირორის” ინფორმაციით, “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერს რამდენიმე ფეხბურთელი მადრიდის “რეალში” ჰყავს შერჩეული.

დიდი ხანია ცნობილია, რომ ლონდონელებს მადრიდელთა 21 წლის ფორვარდის – ალვარო მორატას ხელში ჩაგდება სურთ და მის სანაცვლოდ 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან. ესპანელის გადაბირება მილანის “ინტერსა” და “ლევერკუზენსაც” სურთ, ასე რომ, ვენგერს მის დასაყოლიებლად ბრძოლა მოუწევს.

მორატას გარდა, “არსენალს” “რეალის” ნახევარმცველი კაზემიროც სურს. მოგეხსენებათ, მადრიდელებმა 22 წლის ბრაზილიელი “სან პაულუსგან” 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს.

რამდენადაც ცნობილია, “არსენალს” ზაფხულის სატრანსფერო სეზონისთვის 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი აქვს გამოყოფილი.

 

0.117988