წუხელ, “მარსელთან” მოგებული (2:0) ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ “არსენალის” მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა: “თამაშის მიმდინარეობას თავდაჯერებულად ვაკონტროლებდით და ფაქტობრივად, მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას არ შევხვედრივართ. შესაძლოა ცოტა სიზუსტე გვაკლდა, რომელიც უფრო ადრე დაამთავრებდა ყველაფერს, მაგრამ ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო და ვიცოდით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით.”