ფეხბურთი

17:27 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი ჩემპიონობაზე ფიქრს არ წყვეტს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ მის გუნდს, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, აუცილებლად პირველი ადგილის დაკავება მართებს.

“სხვა გამოსავალი არ გვაქვს. პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ. ეს მიზანი ჩვენთვის უცვლელია.

შეგვიძლია, ჩვენზე წინ მყოფ გუნდებს ქულები დავაკარგვინოთ. დამიჯერეთ, არ დავნებდებით. ეს დამოკიდებულება “სიტისთან” მატჩში უნდა დავამტკიცოთ.” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

პრემიერლიგის 31 ტურის შემდეგ, “არსენალი”, 63 ქულით, მე-4 ადგილს იკავებს. ლონდონელები “ჩელსის” (6 ქულით), “ლივერპულსა” (5 ქულით) და “სიტის” (3 ქულით) ჩამორჩებიან. შაბათს, “მეთოფეები” სწორედ “სიტის” უმასპინძლებენ.

0.119093