ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეზე მყოფი ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჟურნალისტებს შესჩივლა, რომ ამ ვიზიტს თან დიდი რისკი ახლავს, რადგან შესაძლოა, ამჟამინდელმა ზედმეტმა დატვირთვამ ფეხბურთელებს ხელი მომავალ სეზონში შეუშალოს.
“აქ ძალიან კარგია. ისიც კარგად ვიცი, რომ მსგავსი ტურნე კომერციულ მიზნებს ემსახურება, მაგრამ ალბათ მაინც სჯობდა, მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად შინ დავრჩენილიყავით. ხანგრძლივმა ფრენამ და სასაათო სარტყელში არსებულმა ცვლილებამ შეიძლება გუნდზე ცუდად იმოქმედოს. არადა წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის” – განაცხადა ვენგერმა.