ესპანურ პრიმერაში, "მალაგა"-"ბარსელონას" მატჩის (0:0) 83-ე წუთზე მასპინძელთა ბრაზილიელი ფეხბურთელი ველინგტონი ბარსელონელ ლეო მესის სახეში სწვდა. ველინგტონს ამის გამო გაფრთხილება მისცეს.
ესპანურ marca-სთან საუბარში ბრაზილიელი ასე ხსნის ამ ეპიზოდს:
"მესის სახეში იმიტომ წავავლე ხელი, რომ მან ძაღლის შვილი მიწოდა. მთლიანობაში, მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ, ჩემმა ყველა თანაგუნდელმა ბოლომდე გააკეთა გასაკეთებელი".
ილია კახელიშვილი