ფეხბურთი

19:46 | 15.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ წერეთელი ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტია

კვირას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საარჩევნო-საანგარიშო კონფერენცია გაიმართა. ასოციაციის ახალ პრეზიდენტად 4 წლის ვადით ვახტანგ წერეთელი აირჩიეს. ასევე შეიცვალა გამგეობა. 5 კაციანი გამგეობის თავმჯდომარე ვახტანგ წერეთელია, ასევე წევრები არიან: ლევან გრიგოლია (ვიცე-პრეზიდენტი), ზვიად ხაჩიაშვილი (ვიცე-პრეზიდენტი), ნინო ნებიერიძე (გამგეობის წევრი) და ალექსანდრე ლეჟავა (გამგეობის წევრი).

ასევე შეიცვალა ასოციაციის წესდება, რომელიც ამჟამად სრულად შეესაბამება უეფას და სფფ-ის მოთხოვნებს. როგორც კონფერენციის მონაწილებმა “მსოფლიო სპორტს” უთხრეს, ეს წესდება სფფ-ის იურიდიული განყოფილების მიერაა მოწონებული.


0.120076