მათე ვაწაძე “ორჰუსის” პირველ გუნდს სავარაუდოდ მომავალ ორშაბათს, დანიის საფეხბურთო სუპერლიგის 22-ე ტურში სტუმრად “რანდერსთან” გასამართ მატჩში დაუბრუნდება. მუხლის ტრავმის გამო, მან “ორჰუსში” ბოლოს შარშან ნოებერში ითამაშა, ხოლო ორი დღიწ წინ, სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში “ვესტსიალენდთან” მატჩში (4:0) დუბლი შეასრულა.
“60 წუთი ვითამაშე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რა თქმა უნდა, მეორე დღეს მცირე დისკომფორტს ვგრძნობდი, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია, მაგრამ მუხლს არ შევუწუხებივარ. ფეხი არ ამტკივებია და ეს ძალიან დადებითი მომენტია” – იუწყება ვაწაძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი tipsbladet.dk-ი.
25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ ჯერ 90 წუთი სათამაშოდ მზად არაა:
“მწვრთნელის გადასაწყვეტია მათამაშებს თუ არა, მაგრამ მე მოედანზე გასასვლეად მზად ვარ. ჯერ 90 წუთი თამაში არ შემიძლია, თუმცა შესაძლოა შეცვლაზე შევიდე. ძალიან მინდა, რომ გუნდს დავეხმარო”.
შემოდგომაზე ვაწაძემ “ორჰუსში” 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.