ჩოგბურთი

21:46 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკამ მონტე კარლოშიც იმარჯვა

შვეიცარიელმა სტანისლას ვავრინკამ მონტე კარლოს Monte-Carlo Rolex Masters-ის ფინალი მოიგო, რითაც მა სერიის გრუნტის კორტებზე რაფა ნადალის, როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის წარმატებათა სერია შეწყვიტა. 2006 წელს ჰამბურგში ესპანელმა ტომი რობრედომ იმარჯვა და მას შემდეგ მოყოლებული “გრუნტის მასტერზებზე” მხოლოდ ხსენებული ტრიო იმარჯვებდა.

მონტე კარლოს ტურნირის დღევანდელ ფინალს რაც შეეხება, ვავრინკამ 32 წლის თანამემამულე როჯერ ფედერერს 4:6, 7:6, 6:2 მოუგო. სტანისლასის ანგარიშზე 3 ბრეიკი და 5 ეისია. ფინალური ორთაბრძოლა 2 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა, მისი დასრულების შემდეგ კი ფედერერისა და ვავრინკას ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 13:2 გახდა როჯერის სასარგებლოდ. ავსტრალიის 2014 წლის ღია პირველობის გამარჯვებულმა ვავრინკამ კარიერის განმავლობაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა, წლეულს კი მესამე ტურნირზე იმარჯვა. მონტე კარლოში გაჩემპიონებამ სტანისლასს 549 ათასი ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა მოუტანა.

ფედერერს რაც შეეხება, როჯერმა მეოთხედ ითამაშა მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის ფინალში და ამ ტურნირის მოგებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

0.11641