ვაშინგტონის მამაკაცთა ტურნირი არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტ მატჩში 24 წლის პატაგონიელმა ამერიკელ ჯონ იზნერს 3:6, 6:1, 6:2 მოუგო და 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 295200 დოლარიც დაიმსახურა.
არგენტინულ-ამერიკული ფინალი საათნახევარს გაგრძელდა. დელ პოტრომ 4 ბრეიკი, 2 ეისი შეასრულა და იზნერს ურთიერთშეხვედრებში 4:0-ს უგებს. “დელპომ” ვაშინგტონში კარიერის 15-ე ტიტული მოიგო.
ქალთა ტურნირს რაც შეეხება, შარშანდელი ტიტული შეინარჩუნა სლოვაკმა მაგდალინა რიბარიკოვამ. 24 წლის დასავლეთსლავმა ფინალში გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩს 6:4, 7:6 მოუგო. რიბარიკოვამ კარიერის მეოთხე, წლეულს კი პირველი შეჯიბრება მოიგო.