ძიუდო

21:01 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალშია

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა მეოთხედფინალში შვედ ჟოაკიმ დვარბის სამ წუთში ოთხი შიდო მიაღებინა და საქმე ადრიანად მოუმთავრა. დვარბისთან დაჭიდებამდე ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი ლუდოვიკ გობერი ვაზარით ჩამოიშორა, ხოლო გერმანელ მარკ ოდენტალს იპონით გასცდა.

ნახევარფინალში ვარლამ ლიპარტელიანი ყველაზე უხერხულ მეტოქეს - რუს კირილ დენისოვს დაეჭიდება, რომელთანაც ბოლოს წლევანდელი ევროპირველობის ფინალში დამარცხდა.

ფინალის მეორე საგზურისთვის საბერძნეთისა და ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური და კუბელი ეშლი გონზალესი იბრძოლებენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113687