თამაშგარე

10:21 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვარგასის ცოლი ბრაზილიაზე აბოდებს

ცისქვეშეთში ადამიანებს ბედნიერებისათვის ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი რამეები სჭირდებათ. ზოგი ფულზე ოცნებობს, ზოგი პოპულარობაზე... პერუელი ფეხბურთელის, ხუან ვარგასის მეუღლეს, ტილსა ლოსანოს კი ის ახარებს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქმარს ბრაზილიაში გაჰყვება და ძველ და კარგ დროს გაიხსენებს.

როგორც ტილსა ამბობს, ქმართან ერთად ერთხელ უკვე იმოგზაურა ბრაზილიაში და მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქვეყანამ. თუმცა, ვარგასის მეუღლე იმასაც დასძენს, რომ წინა მოგზაურობის დროს ბევრი რამ ბრაზილიაში უნახავი დარჩა.

პერუელი მობურთალის ცოლი თვითონ თუ ვერ ხვდება, კარგი იქნება ვინმემ შეახსენოს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუან ვარგასს ცოლის ხუშტურებისათვის ნამდვილად არ ეცლება. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი დრო გამონახა ჩემპიონატზე წასასვლელად. მით უმეტეს, რომ პერუს ნაკრები მუნდიალზე ვერ გავიდა და ამ უკანასკნელს ბრაზილიაში ოდენ ტურისტის ამპლუაში მოუწევს ჩასვლა.

0.16265