თამაშგარე

21:45 | 6.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

„ვარდისფერი ოქროს ბურთის“ 11 ფინალისტი დასახელდა


გამოვლინდა 11 ფინალისტი, რომლებსაც "ვარდისფერი ოქროს ბურთი- 2012"-ის წოდებაზე აქვთ პრეტენზია. ვირჯინია კაპრიჩესს, რომელიც უფრო "პულპო ვივი"-ს სახელითაა ცნობილი (ეს პოპულარობა მას შემდეგ ერგო, რაც ამ ზაფხულს ევროთასის შედეგები იწინასწარმეტყველა),  ამომრჩევლებმა ბოლო ადგილი მიაკუთვნეს.
სექსუალური ფრანგი ნუსხას ავსებს მელისა სატასთან (კევინ-პრინს ბოატენგის მეგობარი გოგონა იანვრის თვის სახე გახდება), ზაჰია დეჰრთან (ქარიმ ბენზემას მეგობარი, თებერვალი), ბარ რაფაელისთან (მოდელი და დანიელ ალვეშის მეგობარი, მარტი), ლარისა რიკელმესთან (პარაგვაის ნაკრების გულშემატკივარი, აპრილი), კეროლაინ სელიკოსთან (კაკას ცოლი, მაისი), ლორენა ბუერისთან (პალულისტას სიმბოლო - სან პაულუ, ივნისი), ტამარა გოროსთან (გარაის ცოლი, ივლისი), ევანგელინა ანდერსონთან (მარტინ დემიკელისის ყოფილი მეგობარი გოგონა, აგვისტო), რიტა პერეირასთან (კრიშტიანუ რონალდუს ყოფილი მეგობარი, სექტემბერი) და ელენა გომესთან (ხავი გარსიას მეგობარი გოგონა, ოქტომბერი).
ახლა კი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ - „ამომრჩევლებმა“, რომელი  ფეხბურთელის ცოლი ან მეგობარი გოგონა იმსახურებს, რომ გაიმარჯვოს კონკურსში „ვარდისფერი ოქროს ბურთი - 2012".
გამეორდება თუ არა თამარა გოროს შარშანდელი წარმატება? გვეყოლება თუ არა ახალი გამარჯვებული? თქვენს ხელშია, ვინ შეავსებს ჯგუფს, რომლის ფორმირებაც 2008 წელს ჯესიკა კირიომ ტრიუმფალურად დაიწყო, 2009 წელს მას ლუჩიანა სალზარი შეუერთდა, 2010-ში - ზაირა ნარი, 2011-ში კი - თამარა გორო.


ხმის მიცემა ხდება ელექტრონულად, ვებ-გვერდზე http://elbalonrosa.com/balon-rosa-de-oro-2012/gran-final-elige-a-la-ganadora-del-balon-rosa-de-oro-2012/#!prettyPhoto
 

0.287235