ფეხბურთი

13:24 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვარანი დებიუტით კმაყოფილია

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 19 წლის მცველის - რაფაელ ვარანის დებიუტი საქართველოს ნაკრებთან მატჩში (3:1) შედგა, რამაც ევროპული პრესის დიდი ყურადღება მიიპყრო. AS-ი მადრიდის “რეალის” უკანახაზელს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

“დებიუტი ძალიან მახარებს. ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. როდესაც ჰიმნი ისმოდა, წარმოუდგენელი განცდები მქონდა. ფანტასტიკური მომენტი იყო. ზეწოლა? “ელ კლასიკოების” შემდეგ, ეს გრძნობა ჩემთვის უცხოა. ზეწოლა იმდენად არ ყოფილა, რამდენადაც სხვა ემოციები. საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა განსაკუთრებულია. ის, რომ მთლად ყველაფერი არ გამომდიოდა, ნორმალური მოვლენაა. მე და სახოს შეთამაშება გვჭირდება, რათა უკეთ ვიასპარეზოთ. რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდა. ნაკრებში თამაშს გემო გავუგე და მინდა, სამშობლოს ღირსების დაცვა განვაგრძო”, - განაცხადა ვარანმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგები ესპანელებს სამშაბათს დაუპირისპირდებიან.

 

0.118216