როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, ცნობილმა მევიოლინემ, ვანესა მეიმ სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ მისი მშობლიური ქვეყნის, ტაილანდის სახელით, სოჭში გასამართ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ვანესას გიგანტურ სლალომში საკმაოდ კარგი შედეგები აქვს და ოლიმპიადაზე მონაწილეობის ამბიცია, შეიძლება, ამიტომაც გაუჩნდა. თუმცა, ახლა ადრე ნათქვამი გადათქვა და განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით იხუმრა და სოჭში, შესაძლებელია, მაყურებლის რანგშიც ვერ ჩავიდეს.
ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა ამ ამბავთან დაკავშირებით წერს, რომ ვანესამ ოლიმპიადაზე მონაწილეობა მას შემდეგ გადათქვა, როდესაც ერთ-ერთმა საპროდიუსერო კომპანიამ, შეერთებულ შტატებში გრანდიოზული ტურნეს გამართვა შესთავაზა. ფული ჯოჯოხეთს თუ არა, საკონცერტო დარბაზის სცენას, ალბათ, მართლაც ანათებს!