თამაშგარე

12:49 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვანდერლეი სილვას უცნაური ცოლი

ბრაზილიელი მოკრივის, ვანდერლეი სილვას მეუღლემ, ტეა არიადნამ ბრაზილიელ ჟურნალისტებს დაუფარავად განუცხადა, რომ შვილის გაჩენას ამ ეტაპზე არ აპირებს და მიაჩნია, რომ ბავშვის დაბადება ცოლ-ქმრის ურთიერთობებში ყოველთვის გარკვეულ ბზარებს აჩენს.

თეა არიადნამ და ბრაზილიელმა მოკრივემ დაახლოებით ორი წლის წინ იქორწინეს. ამ პერიოდის მანძილზე, წყვილი ჟურნალისტებთან ურთიერთობას ყოველთვის გაურბოდა და როგორც ახლა ირკვევა, პრესასთან გაუცხოებაც ვანდერლეის მეუღლის “დამსახურება” იყო.

ბრაზილიაში, ისევე როგორც სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში, ერთგვარი ოჯახის კულტია შექმნილი და ბავშვი ოჯახის სიძლიერის სიმბოლოცაა. თუმცა, თეა არიადნას ტვინი როგორც ჩანს, ცოტა სხვაგვარად არის მოწყობილი და ეს ქალი, შვილის გაჩენას ცოცხალი თავით არ აპირებს.  

 

0.166441