“მანჩესტერ იუნაიტედის” 30 წლის თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ უარყო ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, ჰოლანდიელი ფეხბურთელი მანჩესტერში 2016 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.
“მე “მანჩესტერ იუნაიტედთან” 4-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე და არანაირი სურვილი არ მაქვს, იგი ვადაზე ადრე გავწყვიტო. ამ გუნდში მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვის შემდეგაც სიამოვნებით დავრჩები, თუკი რა თქმა უნდა ჩემი და კლუბის ხელმძღვანელობის სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა. მანჩესტერში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და ჩემს შესაძლო ტრანსფერზე საუბარი უაზრობაა” – განაცხადა ვან პერსიმ.