ფეხბურთი

22:24 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსის გასახდელი აერია

კურიოზული შემთხვევა მოხდა "არსენალსა" და "მანჩესტერს" შორის გამართული შეხვედრის წინ. ინგლისური პრესის ცნობით, რობინ ვან პერსი, შემთხვევით, მასპინძელი გუნდის გასახდელს ეწვია.
როგორც იცით, ვან პერსი "არსენალში" 8 წლის განმავლობაში თამაშობდა და მისთვის ლონდონური გუნდის გასახდელის მონახულება უცხო ნამდვილად არაა. Daily Mail-ის ცნობით, დღეს გამართული შეხვედრის წინ, მეტოქე გუნდის ბანაკს მიაშურა და თავისი შეცდომა გასახდელის კარებთან გააცნობიერა.
თამაში 1:1 დასრულდა. სტუმართა მხრიდან, ერთადერთი გოლი სწორედ ვან პერსიმ, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

0.116702