თუკი წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, დენის ბერგკამპი თვითმფრინავით ფრენას გაურბოდა და ფრენის შიშით იტანჯებოდა, მისი ახალგაზრდა თანამემამულე, რობინ ვან პერსი, ბოლო პერიოდში, საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებას გაურბის.
აწ უკვე “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი ვან პერსი, დენის ბერგკამპის მსგავსად, კონკრეტულად მგზავრობის ფობიით არ იტანჯება. რობინს ევროპის დიდი ქალაქებისა და განსაკუთრებულად კი ლონდონის ქუჩების მოძრაობა და საგზაო ე.წ. საცობები ეჯავრება.
როგორც რობინ ვან პერსი ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, მისი ნება რომ იყოს, საერთოდ უარს უტყოდა ავტომობილის გამოყენებაზე და ველოსიპედით დაკმაყოფილდებოდა. მაგრამ, ზოგჯერ არის მომენტი, როდესაც იძულებულია, სხვა მილიონობით მძღოლთან ერთად, საავტომობილო საცობებში გაიხლართოს.