“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი რობინ ვან პერსი ლონდონის “არსენალში” დაბრუნების ვარიანტს აქტიურად განიხილავს. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.
თავად ჰოლანდიელს არსენ ვენგერის გუნდში დაბრუნება სურს, მაგრამ პრობლემა ფინანსური მხარეა. “მანჩესტერში” თავდამსხმელი კვირაში 240 ათას გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს და “არსენალს” მისი ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია.
რამდენადაც ცნობილია, ვან პერსის ხილვა ლონდონის “ჩელსის”, ტურინის “იუვენტუსსა” და “მილანსაც” სურთ.