ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რობინ ვან პერსი ესტონეთთან დაფიქსირებული სენსაციური შედეგის (2:2) შემდეგ აცხადებს, რომ მოვლენების ამგვარ განვითარებას არავინ ელოდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, რომელიც ესტონეთში გაიმართა, ჰოლანდიას ქულის მოპოვებაც კი ძალიან გაუჭირდა. შეგახსენებთ, რომ მე-4 დამატებულ წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ანგარიში სწორედ ვან პერსიმ გაათანაბრა.
“ვინ იფიქრებდა, რომ ეს მოხდებოდა? თუმცა, ფეხბურთის ხიბლი ამაშია. ვწუხვარ იმის გამო, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია.” – ციტირებს ვან პერსის სიტყვებს Goal-ი.