“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ რობინ ვან პერსის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს და ინგლისის პრემიერლიგის საწყისი ტურების გამოტოვება მოუწევს. ამის შესახებ “დეილი მეილი” იუწყება.
ჰოლანდიელ მეგოლეს მუხლი აწუხებს და თამაშის საშუალებას არ აძლევს. ვან პერსის იძულებითი პაუზა აქვს და გუნდთან ერთად შეკრებას ვერ გადის.
უახლოეს მომავალში, ვან პერსი პირდაპირ “ოლდ ტრაფორდს” მიაშურებს და ნახევარმცველ მაიკლ კერიკთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით წვრთნას შეუდგება.