ფეხბურთი

13:56 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი "სანდერლენდთან" სათამაშოდ მზადაა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ, სეზონის სასტარტო მატჩი "სუონსის" წინააღმდეგ გამოტოვა.

ჰოლანდიელმა ფორვარდმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ ინდივიდუალური ვარჯიშის შემდეგ, უკვე ფორმაშია და კვირას, "სანდერლენდის" წინააღმდეგ თამაშის იმედი აქვს.

მოგეხსენებათ, ლუის ვან გალმა თანამემამულე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასვენა. შედეგად, ვან პერსის ბევრი გაუცდა და ფორმაში ჩასადგომად ინდივიდუალური ვარჯიში დაევალა.

გიორგი ბალახაძე

0.113856