“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ქალაქ მანჩესტერში მხოლოდ “სიტის” გულშემატკივრობენ, ხოლო “წითელ ეშმაკებს” ქომაგები მსოფლიოს სხვა ქალაქებში ჰყავთ.
“ნაიჯელ დე იონგს იმ დროს ველაპარაკე, როდესაც ის “სიტიში” თამაშობდა. მან მითხრა, რომ მანჩესტერში მხოლოდ “ქალაქელებს” გულშემატკივრობენ, ხოლო “იუნაიტედის” ქომაგები თამაშების სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. მაშინ, ეს უცნაურად მომეჩვენა.
ახლა, პრემიერლიგის მოგების აღნიშვნის შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლე არაა. ეს მხოლოდ მითია. გულშემატკივრების შეფარდება, ალბათ, 50-50-ზე იქნება. ხოლო ჩემპიონობის აღვნიშვნის დროს იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქალაქის 80% “იუნაიტედს” გულშემატკივრობს.” – ციტირებს ვან პერსის სიტყვებს Sky Sports-ი.