ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ თავს ჯანმრთელად გრძნობს და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში სათამაშოდ მზადაა.
“უკანასკნელ 5-6 სეზონს შორის, ერთ მატჩსაც ვერ გავიხსენებ ისეთს, სადაც ტკივილი არ მიგრძვნია. საზარდულის ტკივილს დიდი ხანია მივეჩვიე. ამას ტრავმას აღარც ვეძახი. ეს პრობლემა დიდი ხანია მაქვს. საზარდულის ტკივილს მივეჩვიე და აღარც კი მაწუხებს. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები. ესპანეთთან სათამაშოდ მზად ვარ. “ფურია როხა” კარგი გუნდია, მაგრამ ნაკლები არც ჩვენ ვართ”, - განუცხადა ვან პერსიმ “სკაი სპორტსს”.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიისა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირება 13 ივნისს შედგება.