ფეხბურთი

11:37 | 31.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი და რუნი “მამლებს” შეუტევენ

 ინგლისური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხვალ, 1-ელ იანვარს გასამართ პრემიერლიგის მორიგ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში რობინ ვან პერსი და უეინ რუნი იქნებიან. მანკუნიანელთა ჰოლანდიელი ცენტრფორვარდი დეკემბრის დასაწყისიდან მინდორზე არ გასულა, 30 დეკემბერს კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ივარჯიშა და სავარაუდოდ, დევიდ მოიესი რობინს შეცვლაზე შეუშვებს.

საზარდულის ტრავმა მოირჩინა უეინ რუნიმაც და ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურსთან” “შრეკი” სასტარტო შემადგენლობაში იქნება. მატჩის სასტარტო წუთებში მას დენი უელბეკი შეუწყვილდება.

“მანჩესტერს” და “ტოტენჰემს” პრემიერლიგის 19 ტურის შემდეგ იდენტური შედეგი (10 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება) აქვთ და სატურნირო ცხრილში მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე არიან.

0.103197