ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, საჯარიმო დარტყმების ოსტატმა პერ ვან ჰოიდონკმა თანამემემამულეების მუნდიალის ჯგუფიდან გასვლა და მერვედფინალში გავარდნა იწინასწარმეტყველა:
"ჩემი აზრით, ჰოლანდიას ორი რთული მატჩი ელის ჯგუფში. ვან გაალის გუნდი ესპანეთთან და ჩილესთან მთელ ძალებს დახარჯავს, ორივეს ფრედ დაასრულებს, ავსტრალიას კი მოუგებს და მეორე ადგილზე გავა. მერვედფინალში კი შევხვდებით ბრაზილიას, სადაც გამარჯვება უკვე წარმოუდგენელი მეჩვენება. ჰოლანდია მერვედფინალში დაასრულებს მსოფლიოს ჩემპიონატს".