ფეხბურთი

22:50 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გინკელი კვლავ ტრავმირებულია

 

ლონდონის "ჩელსიდან" "მილანში" განათხოვრებული მარკო ვან გინკელი კვლავ ტრავმირებულია. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სამშაბათს "ემპოლისთან" ჩატარებულ შეხვედრაში ფეხის ტრავმა მიიღო და 31-ე წუთზე საკაცით გაიყვანეს.

უახლოეს მომავალში "მილანის" ექიმები ფეხბურთელს სრულფასოვნად გასინჯავენ და სარეაბილიტაციო პერიოდსაც დაუნიშნავენ.

21 წლის ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამეს. გასული მთლიანი სეზონი ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა სწორედ ტრავმის გამო ჩააგდო.

გიორგი ბალახაძე

0.113794